ბათუმში მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ახალი სერვისცენტრი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქალაქის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად გახსნა. სერვისცენტრების მიზანია ერთი ფანჯრის პრინციპის ამოქმედება, რაც ბიუროკრატიულ ბარიერებს შემცირების და მოსახლეობისთვის, ერთ სივრცეში, სწრაფი და ხელმისაწვდომი მომსახურების შეთავაზების შესაძლებლობას იძლევა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მუნიციპალური სერვისცენტრების მნიშვნელობაზე და მომსახურების გაუმჯობესებაზე ისაუბრა.
,,მოსახლეობასთან უშუალო ურთიერთობას და კომუნიკაციას, განსაკუთრებით ადმინისტრაციული ერთეულების მხრიდან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აღნიშნული ცენტრების მშენებლობა გაგრძელდება და წლის ბოლომდე ყველა ადმინისტრაციულ ცენტრში გაიხსნება" , - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
თანამედროვე სტანდარტის ახალ შენობაში ძველი ბათუმის ადმინისტრაციული ერთეულის სერვისცენტრი განთავსდება, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახურება.