პანელზე საუბრისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტყის კოდექსის პროექტზე ისაუბრა და აღნიშნა ქვეყნისთვის ტყის მდგრადი მართვის პოლიტიკის მნიშვნელობის საკითხი.
დაცულ ტერიტორიებზე საუბრისას ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ამჟამად საქართველოში 5 კატეგორიის 86 დაცული ტერიტორიაა, რაც ქვეყნის ტერიტორიის თითქმის 10%-ია (9.55%) და იგეგმება 5 ახალი დაცული ტერიტორიის დაარსება (არაგვის და თრუსოს დაცული ლანდშაფტები, ერუშეთის და რაჭის ეროვნული პარკები, რიონის აღკვეთილი).
მნიშვნელოვანია, რომ 2018 წლის მონაცემებით, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობამ (1 130 462 ვიზიტორი) 2017 წლის მონაცემებთან შედარებით 18%-ით მოიმატა.