მთავრობა სტარტაპერებისათვის გარკვეული საგადასახადო შეღავათებს აანონსებს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობალიამ აღნიშნა, პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს და შესაძლოა სტარტაპებისთვის საშემოსავლო ან დღგ-ს ნაწილში შეღავათი დაწესდეს.
"გვჭირდება სტარტაპებისათვის სპეციალური სტატუსის განხილვა და ჩვენ ამას ვაკეთებთ, რათა სტარტაპებისთვის სპეციალური საგადასახადო შეღავათები შემოვიღოთ. მაგალითად ეს შეიძლება შეეხოს სხვადასხვა ტიპის გადასახადს: ლაპარაკი შეიძლება იყოს საშემოსავლო გადასახადზე, დღგ და ასე შემდეგ", აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.