„2017 წლიდან ქვეყანაში ევრო 5 სტანდარტის ბენზინი მოიხმარება. 2019 წლის პირველი იანვრიდან, დიზელის საწვავის ხარისხი ევრო 4 ნორმამდე გაიზარდა, ხოლო წლის ბოლოდან იგი ევრო 5-ს მიაღწევს. შედეგად, მნიშვნელოვანი დამბინძურებლები - გოგირდის ორჟანგი და ბენზოლი დღეს ქვეყნის მასშტაბით ნორმის ფარგლებშია“, - აღნიშნა მინისტრმა.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჰაერის ხარისხის მართვის თანამედროვე ევროპული პრინციპების დანერგვის მიზნით, შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებები და შეიქმნა ჰაერის ხარისხის პორტალი, რომლის საშუალებითაც მარტივად გასაგები ინფორმაცია ჰაერის ხარისხის შესახებ ყველასთვის ხელმისაწვდომია უწყვეტ რეჟიმში.