კონფერენციის მეორე პანელზე მინისტრმა საქართველოსთვის მწვანე ეკონომიკის განვითარების მოდელის მნიშვნელობის საკითხები განიხილა.
მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მწვანე ეკონომიკას ქვეყნის მომავალი განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს საშუალებად განიხილავს და, მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კონკრეტულ ღონისძიებებს ახორციელებს.
ლევან დავითაშვილმა გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესების საკითხზე საუბრისას ყურადღება ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ ამოქმედებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ კოდექსის საფუძველზე მაქსიმალურად უზრუნველყოფილია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საქმიანობის განხორციელებით შესაძლო საფრთხეების იდენტიფიცირება. ასევე, აღნიშნა, რომ გათვალისწინებულია სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებაც, რაც გულისხმობს სხვადასხვა სექტორების პოლიტიკის დაგეგმარების ადრეულ ეტაპზე გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის საკითხების ინტეგრირებას, რაც აზღვევს გარემოს დაცვით რისკებს.