აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონს პოპულარიზაცია ვილნიუსის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე "Adventure 2019” გაუწია.
დეპარტამენტი გამოფენაზე დამოუკიდებელი სტენდით იყო წარმოდგენილი, სადაც ვიზიტორებს რეგიონის ტურისტული პროდუქტების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეეძლოთ. ვილნიუსის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას წელს 150,000-ზე მეტი ვიზიტორი ესწრებოდა.
გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საქმიანი შეხვედრები გამართეს ტურისტული და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან. მათგან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა ვილნიუსიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერული რეისების დანიშვნასთან დაკავშირებით.
აჭარის სტენდი გამოფენაზე საქართველოს ელჩმა ლიეტუვას რესპუბლიკაში ხათუნა სალუქვაძემ მოინახულა.
აპრილიდან აჭარაში ლიეტუვადან პრეს და ინფოტურები იგეგმება, რომლის ფარგლებშიც რეგიონს ჟურნალისტები და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ესტუმრებიან.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას ლიეტუვაში 2016 წლიდან ეწევა. 33%-თაა გაზრდილი საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა აჭარაში ლიეტუვადან.