თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს" სიტვით გამოვიდა საპატიო სტუმრადმოწვეული ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი ჰენრიკ ჰოლოლეი. კონფერენციათბილისის ტექნოპარკში ბრიტანული ჟურნალის THE ECONOMIST-ის წლიური გამოცემის „მსოფლიო 2019"- ის ეგიდითიმართება, ის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა.
ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორმა მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მნიშვნელობას. როგორც მან აღნიშნა, ამგვარი ურთიერთობების საწინდარი ასოცირებისხელშეკრულება და შესაბამისად, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. „ამის მიზანი იყოროგორც პოლიტიკური დაახლოება, ასევე ეკონომიკური ინტეგრაცია. ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭროპარტნიორია საერთო ვაჭრობაში 30%-იანი წილით. ჩვენ ყოველწლიურად 120 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას ვუწევთქვეყანას და ჩვენი ბანკი - ევროპის საინვესტიციო ბანკი, ინფრასტრუქტურული პროექტების მთავარი მხარდამჭერია, უმთავრესად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით", - განაცხადა ჰენრიკ ჰოლოლეიმ.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაღრმავების საწინდარიმობილურობა და ტრანსპორტია. „ტრანსპორტი და სატრანსპორტო ხაზები ჩვენი ეკონომიკების განვითარების უმთავრესიფაქტორებია. ამ კავშირის არსებობა არა მხოლოდ ეკონომიკურ საქმიანობას აღრმავებს, არამედ, ასევე, ხელს უწყობსადამიანებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას. ჩემი აზრით, წინა წელს ჩვენ ვნახეთ ამის მაგალითი, როდესაც ევროპიდანსაქართველოში უამრავი ადამიანი ჩამოვიდა".
ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, ის საქართველოს ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების მინისტრთან იწყებს დიალოგს საქართველოსა და ევროკავშირს შორის სატრანსპორტო გზებისგანვითარების კუთხით. „ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ მისასალმებელი სიტყვების დასრულებისთანავე, მე და ჩემი კოლეგა, გიორგი ქობულია დავიწყებთ დიალოგს საქართველოსა და ევროკავშირს შორის სატრანსპორტო გზების განვითარებისკუთხით. ასეთ დიალოგს ევროკავშირი იმ ქვეყნებთან აწარმოებს, სადაც აშკარაა ორმხრივი სტრატეგიული დაურთიერთობების შემდგომი გაღრმავების ინტერესი", - განაცხადა ჰენრიკ ჰოლოლეიმ. მან ხაზი გაუსვა საქართველოსსაავიაციო და ტურისტული სექტორების განვითარების ტემპს და მნიშვნელობას, თუმცა, აღნიშნა, რომ რომ სწრაფი ზრდაასევე ახალ გამოწვევებს წარმოშობს. ამიტომ, აუცილებელია ინფრასტრუქტურის შემდგომი ინვესტირება, რათა შესაძლებელიიყოს მოთხოვნის სათანადოდ დაკმაყოფილება.
„სასიხარულო ამბავია, რომ სულ რამდენიმე კვირის წინ, 9 იანვარს, ევროკავშირმა ფორმალურად გააფართოვა ევროკავშირისტრანსევროპული ქსელი და მის ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიც მოაქცია. ეს ძალიან მნიშვნელოვანიგადაწყვეტილებაა, ვინაიდან ახალ გეგმებს უსახავს საქართველოს პრიორიტეტული კავშირების განვითარებისთვალსაზრისით როგორც რეგიონის შიგნით, ასევე ევროკავშირის ქვეყნებთან. ამით ასევე უზრუნველყოფილიასტაბილურობის განცდა ინვესტორებისათვის. გარდა ამისა, ვმუშაობთ იმ კავშირების დადგენაზე, რომლებიც მომავალშიუზრუნველყოფს უკეთეს კავშირს ევროკავშირსა და საქართველოს შორის", - განაცხადა ევროკომისიის ტრანსპორტისა დამობილობის გენერალური დირექტორმა.
ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი ჰენრიკ ჰოლოლეი საქართველოში სამუშაოვიზიტით იმყოფება, რომლის დროსაც მისი მონაწილეობის ევროკავშირი - საქართველოს მაღალი დონის ტრანსპორტისდიალოგის სხდომა გაიმართება. აღნიშნული დიალოგი საქართველოსთან პირველად ტარდება.