გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში პროექტის - "ქვეყნისათვის პრიორიტეტული ტექნოლოგიების ბაზის შექმნა" - პრეზენტაცია მოეწყო. შეხვედრას დაინტერესებულ მხარეები და ექსპერტები ესწრებოდნენ.
პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნისათვის საჭირო საადაპტაციო და სათბურის გაზების შემარბილებელი ტექნოლოგიების შეფასება და საერთო ბაზის შექმნა.
აღნიშნული ტექნოლოგიები კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების და სათბური გაზების ემისიების შემცირებას მოემსახურება.
პროექტი 2010 წლის სექტემბერში დაიწყო და 18 თვეს გარძელდება.