საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბიძინა გეგიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებლად დავით მათიკაშვილის არჩევის წინააღმდეგ მისცა ხმა.
გეგიძის განცხადებით, მისი გადაწყვეტილება განვითარებული პროცესების შესაბამისად ლოგიკური იყო.
"როგორც მიმდინარეობდა პროცესი და რა პოზიციაც მქონდა ამ პროცესის მიმართ, დღეს იყო ლოგიკური. ჩემი დღევანდელი კენჭისყრაში მონაწილეობის გადაწყვეტილება იყო ლოგიკური", - განაცხადა გეგიძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება დავით მათიკაშვილს დაეკისრა. მან კენჭისყრაზე 11 ხმა მიიღო.