დაპირისპირება ვანში. სამართალდამცველებს შორის ვანის ერთ-ერთ რესტორანში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების მიზეზი უცნობია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო.