ჩვენ რატომ ვართ ამბოხებულები? რაში გამოიხატება ამბოხი, ფოსტა-ტელეგრაფია ავიღეთ? ჩვენ გამოვთქვამთ განსხვავებულ აზრს, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
მისი თქმით, გუნდის შიგნით განსხვავებული აზრის მატარებელი ადამიანები ამბოხებულებად გამოაცხადო, ეს არასწორი პოზიციაა.
"უნდა ახსნან ჩვენი პოზიციის რომელი კონკრეტული ნიუანსები არ მოწონთ. ჩინჩალაძე უნდათ? მურუსიძე უნდათ? მოსწონთ სააკაშვილის ზონდერ მოსამართლეები? მაშინ რა საერთო აქვთ "ქართულ ოცნებასთან"? ჩვენ რატომ ვართ ამბოხებულები? რაში გამოიხატება ამბოხი, ფოსტა-ტელეგრაფია ავიღეთ? ჩვენ გამოვთქვამთ განსხვავებულ აზრს. მე საერთოდ ვერ ვხვდები გუნდის შიგნით განსხვავებული აზრის მატარებელი ადამიანები ამბოხებულებად გამოაცხადო, ეს არასწორი პოზიციაა. ვინც ამას ამბობს, ალბათ ხუმრობს და ჩავუთვლი უკბილო ხუმრობად, ჩემი გუშინდელი ხუმრობის არ იყოს", - განაცხადა ფოფხაძემ.
ცნობისთვის, დღეს დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ამბოხებული დეპუტატები რას იტყვიან, ნაკლებად მნიშვნელოვანია.