საგაზაფხულო სესიის განმავლობაში მსჯელობა გვექნება და მივიღებთ გადაწყვეტილებებს მოსამართლეებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში აუცილებლად მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, ხოლო ამბოხებული დეპუტატები რას იტყვიან, ნაკლებად მნიშვნელოვანია
„საგაზაფხულო სესიის განმავლობაში მსჯელობა გვექნება და მივიღებთ გადაწყვეტილებებს მოსამართლეებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ჩვენ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც წაადგება სასამართლოს და მის რეპუტაციას. სწორი პროცესი წარიმართება პარლამენტში, პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები და პარლამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში აუცილებლად მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, ხოლო ამბოხებული დეპუტატები რას იტყვიან, ნაკლებად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.