იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავჯდომარემ გიორგი ვაშაძემ დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის გამარტივებასთან დაკავშირებით დღეს პრესკონფერენცია გამართა.
დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაციისას განმცხადებლებს განცხადების ხელით შევსება აღარ მოუწევთ. განაცხადის ფორმას ელექტრონულად შეავსებს სააგენტოს თანამშრომელი, ხოლო დაინტერესებული პირები ნების გამოხატვას დაადასტურებენ უკვე გამზადებულ სამოქალაქო აქტზე ხელმოწერით.
`ეს, სიახლე ერთი მხრივ, მნიშვნელოვნად შეამცირებს რეგისტრაციისათვის საჭირო დროს, მეორე მხრივ კი სამოქალაქო აქტების ელექტრონული ფორმით შესრულება შესაძლებელს გახდის საქმისწარმოების დანახარჯების შემცირებას და დაგვიცავს შეცდომებისგან~, - განაცხადა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავჯდომარემ.
აღსანიშნავია, რომ ამ სერვისით მოქალაქეთა მომსახურებას გაცილებით ნაკლები დრო დასჭირდება და იგი მომსახურებას ერთი ფანჯრის მიიღებს.
სამოქალაქო რეესტრი მუდმივად ზრუნავს მოქალაქეთათვის მომსახურების დახვეწაზე და ამ მხრივ სიახლეების დანერგვას კვლავაც გააგრძელებს.