ნურას უკაცრავად, ვერც ერთ მოსამართლეს იმის უფლებას ვერ მივცემთ, რომ სააკაშვილის რეჟიმში დაგვაბრუნოს, - მის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გედევან ფოფხაძემ განუცხადა.
მისი თქმით, მოსამართლეს სასამართლო პროცესში არავინ უვარდება და ეს იმ პოლიტიკოსების დამსახურებაა, რომელთაც იბრძოლეს.
„თუ მართლმსაჯულება ცხრა წლის მანძილზე ადამიანებს თავისუფლებას, ქონებასა და სამართლის განცდას ართმევდა, არ უნდა ვთქვათ, რომ ეს წრის საქმეა და არა პოლიტიკოსებისა და მოქალაქეების? მოსამართლეს სასამართლო პროცესში არავინ უვარდება და ეს იმ პოლიტიკოსების დამსახურებაა, რომელთაც იბრძოლეს. ნურას უკაცრავად, ვერც ერთ მოსამართლეს იმის უფლებას ვერ მივცემთ, რომ სააკაშვილის რეჟიმში დაგვაბრუნოს”, – განაცხადა ფოფხაძემ.
მისივე თქმით, ის წუხს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა მხოლოდ ლევან გოგიჩაიშვილი და ეკა ბესელია მოიხსენიეს და ის ობლად დატოვეს.
ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა დღეს განაცხადა, რომ უმრავლეობის წევრების - ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებები მიუღებელია.