მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად ვაკმაყოფილებ კეთილსინდისიერების კრიტერიუმს, – ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის კითხვაზე, არის თუ არა იმ კლანის წევრი, რომელიც მართავს სასამართლოს, მურუსიძემ უპასუხა, რომ ეს არ არის სიმართლე.
„ჩვენ მოგვდევს შლეიფი, რომ ეს არის სიმართლე და სასამართლოს ლიდერი ამ თემებზე ვარ მე. თქვენ გაქვთ ურთიერთობა მოსამართლეებთან, ჰკითხეთ, რა ხერხებით ვახდენ მათ დაშინებას, აქვთ თუ არა შიში ჩემს მიმართ, რომ ასე ერთ პოზიციაზე არიან ყველანი. ამ კლანებზე საუბარი უსაფუძვლოა. რაც შეეხება ჩემს კავშირს „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მე სააკაშვილთან ორჯერ ვარ შეხვედრილი ფიცის დადების დროს, არასდროს შევხვედრივარ ადეიშვილს. ერთადერთი ბეჟუაშვილს ვიცნობ, რადგან მისი ძმა ჩემი კლასელია, ლეგენდები ასე დადიოდა. მე მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად ვაკმაყოფილებ კეთილსინდისიერების კრიტერიუმს და მინდა, ეს დღეს, ამ სხდომაზე დავამტკიცო იმ არამოსამართლეწევრებთან, რომელებიც გამოდიან და საუბრობენ ჩემზე ათას რაღაცას”, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.