ვფიქრობ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეების სია უკან უნდა გაიწვიოს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, როგორც ამ ათი ადამიანის შერჩევასთან, ასევე, ამ სიაში მყოფ ადამიანებთან დაკავშირებით კითხვები არსებობ.
„ვფიქრობ, სია უკან უნდა გაიწვიონ, რადგან კითხვები არსებობს როგორც ამ ათი ადამიანის შერჩევასთან, ასევე, ამ სიაში მყოფ ადამიანებთან დაკავშირებით. ახალი სიის შემოთავაზება უნდა მოხდეს მას შემდეგ, რაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურები გაჩნდება“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
მისივე განცხადებით, საბჭოს მიმართ ბევრი პრეტენზია არსებობს ხოლმე და თვითონ მათი რეპუტაციისთვისმნიშვნელოვანი იქნება, მსგავსი სპონტანური გადაწყვეტილებების ნაცვლად, ცოტა მეტი ჩართულობითი, ღია და გამჭვირვალე პროცესი უზრუნველყონ, რითაც მათი გადაწყვეტილებების მიმართ საზოგადოებაში ნაკლები კითხვები გაჩნდება.
„გარკვეული ნაბიჯები, რომლებსაც ისინი დგამენ, სერიოზულ ზიანს მგონი, თვითონ მათ რეპუტაციას აყენებს“, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.