დღეს 26 დეკემბერს, 20:00 საათზე თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართება საშობაო კონცერტი− The Sounds of Christmas. წარსდგებიან ბექა გოჩიაშვილი და ნიკოლოზ რაჭველი, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით. კონცერტის სპეციალური სტუმრები იქნებიან საფესტივალო გუნდი, ნატალია ქუთათელაძე, ლევან დეისაძე და მუსიკალური ინდუსტრიის წამყვანი არტისტები − მაიკ მიტჩელი, ქემრონ გრეივსი და მაქს გერლი.