ევროვიზია 2019-ზე კვიპროსს ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე წარადგენს. მისი კანდიდატურა მრავალი კვირის განმავლობაში აქტიურად განიხილებოდა, როგორც საბერძნეთის წარმომადგენელი, თუმცა როგორც ეს წინა წელს მოხდა, ბერძნული პოპ კულტურის ვარსკვლავი, ელენი ფურეირა კვირპროსმა „მოიპარა“. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს კვირპოსი ევროფესტივალის ლიდერად მოიაზრებოდა, თუმცა საბოლოო შედეგებით მე-2 ადგილი დაიკავა.
„კვიპროსს ძალიან უნდა ამ კონკურსის მოგება, შესაბამისად აირჩია კანდიდატი, რომელსაც უამრავი გამოცდილება აქვს. მრავალი წელია სასურველი კანდიდატების სიაში მოწინავე ადგილს იკავებს ეს მომღეღალი (თამთა) შესაბამისად, ფაქტია, კვიპროსი წელსაც ლიდერი იქნება“ - განაცხადა ევროფესტივალის ყველაზე გავლენიანმა მედია მხარდამჭერმა , „ვივიბლოგის“ მთავარმა რედაქტორმა, უილიამ ლი ადამსმა.
ლიმასოლის მედიის ინფორმაციით ქართველი მომღერალი ნეომბერში აირჩიეს, როდესაც „ვივიბლოგმა“ კვიპროსის წარმომადგენლების სასურველი კანდიდატები დაასახელა. აღსანიშნავია რომ ქართველი მომღერალი ამ სიის სათავეში მოხვდა
თამთას გამოსვლაზე ევროფესტივალის ცნობილი და გამოცდილი ტექნიკური გუნდი იმუშავებს. უკვე ცნობილია რომ სცენოგრაფიას შვედი საშა ჟან ბაპტისტი უხელმძღვანელეს, სიმღერის ტექსტზე ფესტივალზე უამრავი წარატების მქონე კომპოზიტორი, ბერძენ-შვედი ალექს პი იმუშავებს. ცნობილია სიმღერის სახელიც. Reply - ასე ერქმევა თამთას ახალ სიმღერას, რომელიც სპეციალურად ევროვიზიისთვის დაიწერა. აღსანიშნავია, რომ სიმღერა ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ქართველი ვარსკვლავის ევროფესტივალზე გამოჩენამ, კვიპროსი ბუქმეიკერების სათავეში მოაქცია.
თამთა გოდუაძე ქართველი მომღერალია, რომელიც 21 წლის ასაკში საბერძნეთში გადავიდა საცხოვრებლად. კარიერის დასაწყისში ბერძული Idol-ის მე-2 ადგილი დაიკავა, გამოუშვა 4 ალბომი. იყო ქართული და ბერძნული X Factor-ის ჟიურის წევრი. აღსანიშნავია რომ 2017 წელს თამთა გოდუაძემ საბერძნეთის ევროვიზიის შიდა შესარჩევ კონკურსში მე-2 ადგილი დაიკავა.
ევროვიზია 2019 თელავივში ჩატარდება.