მე ზუსტად ვიცი, რომ ლევან ყიფიანის საკითხთან დაკავშირებით შემხებლობა არ მაქვს და აუცილებლად დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს, - ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თუ რაღაც ხდებოდა, ეს გამოძიებით უნდა დადგინდეს.
„ლევან ყიფიანთან დაკავშირებით დიდი ხნის წინ მივმართე სარჩელით პროკურატურას. ჩემი მიზანია, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება. თუ იქ გამოძიება დაადგენს, რომ რაღაცა ხდებოდა, ეს უნდა დადგინდეს. მე ზუსტად ვიცი, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შემხებლობა არ მაქვს და აუცილებლად დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
ცნობისთვის, დიმიტრი ქუმსიშვილი სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას მოითხოვს.