ეს ანგარიში არის ნამდვილად შთამბეჭდავი, – ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მთავრობის წლიური ანგარიში.
მისი თქმით, ანგარიშში ხაზგასმულია ის მიზნები და ამოცანები, რომლებიც ქვეყანას უნდა ჰქონდეს გრძელვადიან პერსპექტივაში.
„ორი ძირითადი ამოცანა იყო გამოკვეთილი, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. ასევე საუბარი იყო მოკლევადიან ამოცანებზე. ამაზე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ პარლამენტი მთავრობასთან ერთად, რა თქმა უნდა, ვუზრუნველვყოფთ ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთივს, მთავრობის წლიური ანგარიში პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარადგინა.