„სარკმელი საქართველოსკენ“ - ჩინეთში ქართული კულტურის პირველი მუზეუმი გაიხსნა. საქართველოს კულტურის მუზეუმი ჩინეთში-პირველი და ერთადერთი ქართული ეროვნული პავილიონი, რომელსაც საქართველოს მთავრობამ ოფიციალურად მიანიჭა ავტორიზაცია და გადასცა წარმომადგენლობითი სერტიფიკატი, მდებარეობს ქალაქ ივუში. პროექტი, მილიონ ნახევარი დოლარი დაჯდა.
პროექტის იდეა საქართველოს, ღვინის სამშობლოდ წოდებული ქვეყნის, კულტურის გაცნობის შემდეგ, კომპანია „სუოლუნის“ დირექტორ სანდრო ბერიძეს დაებადა. სანდრო ბერიძე წარმოშობით ჩინელია. მისი ჩინური სახელია ი შიაო ჯუნი. საქართველოს გაცნობის შემდეგ, იგი ქრისტიანად მოინათლა, ქართული სახელი, სანდრო, დაირქვა. აღსანიშნავია, რომ ჩინეთში მას ქართული სახელითა და გვარით იცნობენ. იგი ყველგან სიამაყით აცხადებს, რომ საქართველო მისი მეორე სამშობლოა.
მუზეუმი 800 კვადრატულ მეტრს მოიცავს , განთავსებულია ქალაქის ყველაზე მაღალი შენობის , უმაღლესი კლასისის სასტუმროს - „შანგრილას“ პირველ სართულზე, მაღალი დონის რესტორნების გვერდით. მუზეუმის გახნის დღეს, სამოცდაათსართულიანი სასტუმრო მთლიანად განათებული იყო საქართველოს დროშის ფერებში. ამ შთამბეჭდავი სანახაობის ხილვა შესაძლებელი იყო ქალაქის ნებისმიერი კუთხიდან . ქალაქი ივუ, სადაც მუზეუმი მდებარეობს, ბიზნესსამყაროს გასაღებია ჩინეთში.
მუზეუმში სანახაობა იწყება ქართლის დედით. მის მარჯვნივ მოთავსებულია საქართველოს დროშა, ხოლო მარცხნივ-ქვევრი, როგორც ღვინის სამშობლოს თანმდევი ატრიბუტი. კედელი მორთულია ყურძნის ორნამენტები. შვიდმეტრიანი ქვევრი მთავარ ჰოლშია აღმართული, და მთავარი შეასავლელის წინ დგას. ქვევრის კედელზე ანათებს წარწერა : „ღვინის სამშობლო“. უკანა კედელზე გამოსახულია რთველი. ჰოლში მდებარეობს ქართული რესტორანი, რომელიც ცნობილია უგემრელესი კერძებით. რესტორნის ინტერიერიც ღვინის თემატიკას ემსახურება.
მთლიანი პერიმეტრი ორ სართულს მოიცავს. შვიდი გამორჩეული ქვევრით დამშვენებული ბარი ყურადღებას იპყროს. თითოეული მათგანი მოხატულია ქართული , ტრადიციული ღვინის დამზდების პროცესის ამსახველი კადრებით. შუა ქვევრს კი აწერია:" ვინც მოვიდა გაუმარჯოს" !. ბარს ამშვენებს წარწერა ოქროს ასოებით: „საქართველო, უძველესი აბრეშუმის გზის დერეფანი. “
მეორე სართულზეა "ქართული ვაზის კულტურის დერეფანი". ჭერი მოხატულია უნიკალური 525 ქართული ვაზის ჯიშებით. დერეფნის ერთი კედელი მოჭედილია ისტორიული ფოტოებით, რომელიც ასახავს ქვევრის და ღვინის კულტურას საქართველოში. აქვე განთასვებულია გორისციხეში აღმოჩენილი, რვა ათასი წლის წინანდელი ქვევრის ასლიც.
მუზეუმში შეგვიძლია პირდაპირ ქვევრიდან დავაგემოვნოთ ღვინო. მეორე სართულზე განთავსებულია 300 წლის საწნახელი. მუზეუმშია სამი VIP კლასის ოთახი, სადაც მსურველები განმარტოებით სადილობენ და მართავენ წვეულებებს.
გახნის ცერემონიაზე საქართველოდან სპეციალურად ჩავიდა საქართველოს მთავრობის დელეგაცია, ოთარ დანელია და სოფლის მეურნეობის მინისტრი ბატონი ლევან დავითაშვილი. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მსგავსი მასშტაბის და მნიშვნელობის მუზეუმი, რომელიც მთლიანად ქართული ღვინის კულტურას ეძღვნება და ასეთ მაღალ დონეზეა შესრულებული, სხვაგან არსად არის.