Q1 დონის ჟურნალში კვლევა ბოლოს როდის გამოაქვეყნეთ?- ექიმი კონსტანტინე ჩახუნაშვილი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორს, ლევან რატიანს მიმართავს
"ბატონ ლევან რატიანს (ვერ მოვთაგე და გააზიარეთ იქნებ მივიდეს მასთან) შეუცხადნია, რომ პოლიტიკური დისკურსი არ უნახავს სამეცნიერო ნაშრომში და პირველად ნახა.
ბატონო ლევან, აგერ 4 შრომა, 4-ივე Q1 ჟურნალში და ოთხივეს თანაავტორი/ავტორი ვარ მე:
1. https://link.springer.com/article/10.1186/s12889-024-18215-4
2. https://link.springer.com/article/10.1186/s12889-024-20133-4
3. https://link.springer.com/article/10.1186/s40359-025-03441-1
4. https://academic.oup.com/.../article.../47/4/e678/8248879
თქვენ რომ არ გაგიგიათ, ეგ არაფერს არ ნიშნავს.
ასევე კითხვა Q1 დონის ჟურნალში კვლევა როდის გამოაქვეყნეთ ბოლოს?" - წერს ექიმი კონსტანტინე ჩახუნაშვილი.
შეგახსენებთ, ლევან რატიანმა განაცხადა: "ამდენი წელია, მედიცინაში ვარ, არაერთი სტატია წამიკითხავს და არაერთი სტატიის ავტორი ვარ. ჩემს ცხოვრებაში პირველი შემთხვევაა, სადაც ვნახე, რომ სამეცნიერო სტატია იწყება პოლიტიკური მიმოხილვით, ეს ნონსენსია მედიცინაში"