"ქართული დასის" ლიდერი პარლამენტარი ჯონდი ბაღათურია აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით მის პარტიას და ვენეციის კომისიას ერთნაირი შენიშვნები გააჩნიათ. ამის შესახებ განცხადება ჯონდი ბაღათურიამ დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა და ისიც განაცხადა, რომ ამ შენიშვნების გათვალისწინების გარეშე საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას აზრი არ ექნება, ვინადან, შესაძლოა, ქვეყანამ უკუშედეგიც კი მიიღოს.
"წარმოდგენილი პროექტი ვერ უზრუნველყოფს მთავარ ამოცანას, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტოებმა დააბალანსონ ერთმანეთის ძალაუფლება და უზრუნველყონ ურთიერთშეკავება" - აცხადებს ბაღათურია.
მისი თქმით, პრობელმას ქმნის ის, რომ თუ აქამდე მთელი ძალაუფლება პრეზიდენტის ინსტიტუტში იყო კონცენტრირებული, პროექტის თანახმად, ეს ძალაუფლება კონცენტრირდენა პრემიერის ინსტიტუტში.
მისი თქმით, პროექტმა საომარი მოქმედების დროს, შესაძლოა, შექმნას პრობლემა, ვინაიდან გენშტაბის უფროსს ნიშნავს პრეზიდეტი, თავდაცვის მინისტრს კი პრემიერი, რომელიც შესაძლოა ოპოზიციის წარმომადგენელიც კი იყოს. ამ ხარვეზის აღმოფხვრა კი ბაღათიურიას აზრით შეიძლება იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი დანიშნავს თავდაცვის, საგარეო საქმეთა, დაზვერვისა და კონტრდაზვერვის მინისტრებს, ასევე კუდის ხელმძღვანელსაც.
გარდა ამისა, ბაღათურია მიიჩნევს, რომ პროექტის თანახმად, ძალიან სუსტდება პარალმენტის როლი და პარლამენტს აუცილებლად სჭირდება ინსტიტუციონალური გაძლიერება. ამისთვის კი ბაღათურიას რეკომენდაციით საპარალმენტო ოპოზიციას კონსტიტუციურად უნდა მიეცეს მთავრობაზე კონტროლის განხორციელების საშუალება. ამისთვის კი კონტროლის პალატის თავმჯდომარე და სახალხო დამცევლი უნდა დანიშნოს ოპოზიციამ.
ბაღათურიასთვის მიუღებელია კონსტიტუციაში ორგანული კანონის ცნების გაუქმებაც და ასევე ის ფაქტი, რომ მოსამართლეებს უვადოდ დანიშვნისათვის სჭირდებათ სამ წლიანი გამოსაცდელი ვადა.
"ეს არის ვენეციის კომისიის შეფასება, რომელიც ერთი ერთში ემთხვევა ქართული დასის დასკვნას და ძალიან გვაინტერესებს როგორი იქნება ხელისუფლების დამოკიდებულება ქართული დასის და ვენეციის კომისიის იდენტური შენიშვნების მიმართ", - აცხადებს ბაღათურია.