თბილისის 34-ე საჯარო სკოლაში სწავლა დღეს განახლდება. სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე H1N1 ვირუსით არის დაინფიცირებული, რის გამოც სასწავლო პროცესი ერთი დღით შეჩერდა.
შენობაში დეზინფექცია უკვე ჩატარდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ ვირუსით დაინფიცირებულ პაციენტს საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდება და ის თავს კარგად გრძნობს.
ბავშვი სავარაუდოდ დიდი ბრიტანეთიდან ჩამოსულ მოქალაქესთან კონტაქტის შედეგად დაინფიცირდა.