დევნილ მოსახლებას აუცილებელია სტატუსი ჰქონდეთ და მათი ცხოვრების გაუმჯობესებაზე ვიზრუნოთ. ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ სტუბმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ქართული მხარის მიერ წარდგენილი რეზოლუციის მიღების შეფასების განაცხადა.
"2008 წელის აგვისტოში მე ვიყავი გორში, სადაც ვანხე როგორ გამოყავდათ სოფლებიდან სატვირთო მანქანებით საკუთარი სახლებიდან გამოდევნილი ადამიანები. აუცილებელია ამ იძულებით ადგილნაცვალ პირებს სტატუსი ჰქონდეთ და მათი ცხოვრების გაუმჯობესებაზე ვიზრულოთ. გაეროში ქართული მხარის მიერ წარდგენილ რეზოლუციას მხარი ფინეთმაც დაუჭირა და მიგვაჩნია, რომ ეს ადამიანები საკუთარ სახლებს აუცილებლად უნდა დაუბრუნდნენ", - განაცხადა სტუბმა.
მისივე თქმით, დღეს იგი წეროვანში ჩასახლებულ დევნილებს მოინახულებს, ვინც საკუთარი სახლებიდან იძულებით გამოაძევს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გაეროს გენერალურმა ანსაბლეაზე მიღებულ იქნა რეზოლუცია "აფხაზეთიდან, საქართველო, და ცხინვალის რეგიონიდან / სამხრეთ ოსეთი, საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა მდგომარეობის შესახებ".
რეზოლუციაში გამოხატულია შეშფოთება კონფლიქტების შედეგად საქართველოში დემოგრაფიული სიტუაციის ძალისმიერი შეცვლის შესახებ. გენერალურმა ასამბლეამ აღიარა "ყველა იძულებით გადაადგილებული პირის და დევნილის და მათი შთამომავლების უფლებები, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში საკუთარ სახლებში დაბრუნების თაობაზე". ასაბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ხაზგასმულია კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ, იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა ქონებრივი უფლებების დაცვის აუცილებლობა და აღნიშნულია მათი საკუთრების შეძენაზე თავის შეკავების შესახებ. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ გენერალური ასაბლეა დემოგრაფიული ვითარების ძალისმიერად შეცვლას დაუშვებლად მიიჩნევს. კენჭისყრის მიხედვით რეზოლუციას მხარი დაუჭირა 50 სახელმწიფომ, წინააღმდეგ მისცა ხმა 17-მა, ხოლო 86-მა სახელმწიფომ კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.