საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, რუსეთის პატრიარქის შესაძლო ვიზიტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
საპატრიარქოს განცხადებით აზერბაიჯანში ორი პატრიარქის შეხვედრისას ამ თემაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა.
"აზერბაიჯანში ორი პატრიარქის შეხვედრისას ამ თემაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა, რადგან საეკლესიო კანონიკის მიხედვით რუსეთის ახლად არჩეული პატრიარქი ჯერ დიპტიხით საქართველოს ეკლესიაზე წინ მდგომ მართლმადიდებლურ ეკლესიებს უნდა ეწვიოს", _ ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
მსგავსი შინაარსის განცხადება გაავრცელა რუსეთის საპატრიარქომაც.