ჯგუფ Queen-ის კომპოზიცია Bohemian Rhapsody სტრიმინგ-სერვისებზე მეოცე საუკუნის ყველაზე პოპულარულ სიმღერად დასახელდა. ამის შესახებ Universal Music Group-ი Twitter-ში წერს. მედიაჰოლდინგის ვერსიით, კომპოზიციას 1,5 მლრდ -ჯერ მოუსმინეს.
Bohemian Rhapsody ბრიტანული ჯგუფის ლიდერმა ფრედი მერკურიმ 1975 წელს დაწერა. სიმღერა გამოირჩევა უჩვეულო მუსიკალური ფორმით და ოთხი სხვადასხვა სტილით: ა-კაპელით, ბალადით, ოპერითა და როკით. Billboard-ის ვერსიით, მუსიკალური ნაწარმოები სამჯერ შევიდა Hot 100-ში - 1975, 1992 და 2018 წლებში.