ლეგენდარული ნანი ბრეგვაძე 22 დეკემბერს სოლო-კონცერტს გამართავს. კონცერტი მულტიფუნქციური ცენტრ „რესპუბლიკაში“ გაიმართება.
მუსიკალურ საღამოზე ნანი ბრეგვაძესთან ერთად იმღერებენ - მისი ქალიშვილი ეკა მამალაძე და შვილიშვილი ნატალია ქუთათელაძე.
სცენაზე გაიჟღერს როგორც ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი ჰიტები, ისე ახალი კომპოზიციები.
კონცერტის ორგანიზატორია „რესპუბლიკა“ და კომპანია „კლუბი ივერია“.
საღამო 18:30 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ადგილზე და ასევე ონლაინ, ვებგვერდზე www.tkt.ge.