მადლობელი ვარ, რომ ასე სწრაფად მოხდა ჩვენი შეხვედრა, - ასე მიმართა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოქმედ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს.
მისი თქმით, ძალიან სწორია, რომ ასეთი ფორმით იყოს გადაბარება.
გიორგი მარგველაშვილმა სალომე ზურაბიშვილს გამარჯვება მიულოცა და საქართველოს სასიკეთოდ წარმატებები უსურვა.
„გილოცავთ ქალბატონო სალომე და გისურვებთ ძალიან ბევრ წარმატებას ჩვენი ქვეყნისა და სამშობლოს სასიკეთოდ“, - თქვა მარგველაშვილმა.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილისა და გიორგი მარგველაშვილის შეხვედა ავლაბრის რეზიდენციაში გაიმართა.
ცნობისთვის, გიორგი მარგველვილმა 29 ნოემბერს, ახლადარჩეულ პრეზიდენტს გამარჯვება მიულოცა და სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობისთის მზადყოფნა გამოთქვა.
შეგახსენებთ, გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და მის ბათილად ცნობას ითხოვს.