დღეს, 10 ნოემბერს, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიხსნება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სემინარი - "მედიის თავისუფლება საქართველოში". სემინარი საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2008 წელს დაწყებული ადამიანის უფლებების შესახებ დიალოგის ფარგლებში გაიმართება.
სემინარს გახსნიან ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში პერ ეკლუნდი, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, შევედეთის სპეციალური წარმომადგენელი, ელჩი ფრედრიკ ლოიდკვისტი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვი.
გამოქვეყნდება ქართული მედიის კვლევის შედეგები, რომელიც ევროკავშირის დაკვეთით ორგანიზაცია "კავკასიის რესურსცენტრებმა~ შეასრულა.