ის ფაქტი, რომ თითქოს საქართველოს არა აქვს ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივა, ეს რუსეთის პროპაგანდა. ეს პროპაგანდა ეფუძნება პრინციპს "ჩვენ აქ ვართ და გვაქვს ძალა, - განაცხადა BBC-ის რუსული ბიუროსთვის მიცემულ ინტევიუში საქართველოს მე-4 პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
“მსოფლო რუკა, რომელიც რუსეთში იბეჭდება, რადიკალურად განსხვავდება იმათგან, რომელიც გამოიცემა თბილისში, ვაშინგტონსა თუ ბრიუსელში. ჩვენ რეგიონის გეოპოლიტიკას სხვადასხვა ფერში ვხედავთ.
ამ ასპექტში საქართველო იმარჯვებს, რადგან რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებაში, ფაქტობრივად, მოკავშირეები არ ჰყავს. მაგრამ დიპლომატიურ ფრონტზე რუსეთი ძალიან ცდილობს და ზოგიერთ შემთხვევაში, რამდენიმე გამარჯვებაც კი აქვს.
ჩვენთან სტაბილური სიტუაციაა. ჩვენ გვაქვს გაეროში სტაბილური სიტუაცია, რადგან იმ სახელმწიფოების რიცხვი იზრდება, ვინც საქართველოს მხარს უჭერს.
ის ფაქტი, რომ თითქოს საქართველოს არა აქვს ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივა, ეს რუსეთის პროპაგანდა. ეს პროპაგანდა ეფუძნება პრინციპს "ჩვენ აქ ვართ და გვაქვს ძალა .
სწორედ ამაში მდგომარეობს, როგორც ქართული საზოგადოების, ასევე პოლიტიკური ლიდერების როლი - იმის თქმა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თქვენს მხარესაა ძალა, ჩვენ მხარესა სიმართლე. ამ სიმართლით მოვდივართ საუკუნეების განმავლობაში და კიდევ გავიტანთ“, - განაცხადა მარგველაშვილმა.