ხვალ, 10 ნოემბერს, 18:00 საათზე, "კავკასიურ სახლში" "ღვინის კლუბის" ლექცია-სემინარი ჩატარდება. "ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრის" ხელმძღვანელი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, ლევან უჯმაჯურიძე ისაუბრებს თემაზე _ "იშვიათი ქართული ვაზის ჯიშები და ჯანსაღი სარგავი მასალის წარმოება". იშვიათი ჯიშების გარდა ლექცია შეეხება სამრეწველო და ინტროდუცირებულ ვაზის ჯიშებსაც, მათ ჯიშურ სიწმინდეს, ხარისხსა და დაავადებებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "ღვინის კლუბიდან" აცნობეს, "ღვინის კლუბის" სემინარების მიზანია ღვინისა და გემოვნების კულტურის ამაღლება და მაღალი ხარისხის ღვინის პროპაგანდა. ლექციები ორ კვირაში ერთხელ ჩატარდება და მას მეღვინეობა-მევენახეობის სპეციალისტები, ეთნოგრაფები, კულტუროლოგები და სხვა პროფესიის ადამიანები წაიკითხავენ.
პირველი ლექცია-სემინარი 27 ოქტომბერს, მაღაზია-სალონ "ღვინის სამყაროში" ჩატარდა.