2018 წლის 1-ლი დეკემბრის მონაცემებით, დაფიქსირებულია 618 ახალი შემთხვევა. შარშან შესაბამის პერიოდში გამოვლინდა 583 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი აქვეყნებს.
ახლადგამოვლენილი 618 შემთხვევიდან ნარკოტიკების ინექციური მოხმარებელია 16.3 %; ჰეტეროსექსუალური გზით დაინფიცირდა 62,9%; მსმ (მამაკაცი რომელსაც სექსი აქვს მამაკაცთან) - 19,4%; აივ-ის გადაცემის დანარჩენმა გზებმა შეადგინა 1.4 %.
სულ საქართველოში გამოვლენილია 109 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 68 - ვაჟი, 40 - გოგონა. 27 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან;
საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის აივ/შიდსზე ტესტირება და მკურნალობა უფასოა.
გაეროს შიდსის პროგრამის მოწოდებით 2018 წლის შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღის დევიზია: „იცოდე შენი აივ სტატუსი!” ნუ გადადებთ ხვალისთვის, ჩაიტარეთ აივ ტესტირება დღესვე!