„შენების მოძრაობა“ გაერთიანებული ოპოზიციის მიერ თბილისში, 2 დეკემბერს, დაგეგმილ აქციას არ უერთდება,- ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „შენების მოძრაობის“ მოძრაობის ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა პარტიის ახალ ოფისთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იყო ორთაბრძოლა წესების გარეშე, რომელშიც მხარეებმა ყველა იარაღი გამოიყენეს.
„მესმის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის. მან მიიღო ძალიან სერიოზული მხარდაჭერა. არჩევნების შემდგომ პერიოდში პოლიტიკური აქტივობები თითქმის აუცილებელია, მაგრამ ვისურვებდი, რომ მან უკვე არაკანდიდატის როლში კვლავ პრეზიდენტის დარი სოლიდურობა გამოავლინოს და მაინცდამაინც ამსტერდამიდან დასახული ტაქტიკით არ იმოძრაოს ხვალ და ზეგ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისი თქმით, გზა და გეზი, რაც ამსტერდამიდან იქნა მოხაზული, ამ გზას არ მიყავს არც „ნაციონალური მოძრაობა“ სადმე და არც ქვეყანა.