ერთმნიშვნელოვნად, აქცია იქნება მშვიდობიანი, ზუსტად ისეთი, როგორიც 2002 წლის ივლისში, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ BBC-ის რუსული ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, კვირას დაგეგმილი აქცია გაიმართება დასავლური, ცივილური პოლიტიკური პროცესების ჩარჩოში.
„ამჯერად, მე, უბრალოდ, მინდა დავინახო, რამდენი ადამიანი უჭერს მხარს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და როგორ უჭერენ ისინი მხარს ჩვენს იდეებს. არ იქნება არავითარი გამწვავება, არავითარი ქვების სროლა და არავითარი „ყვითელი ჟილეტები“ როგორც პარიზში“, - განაცხადა ვაშაძემ და აღნიშნა, რომ “თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჩვენ მოვაწყობთ რევოლუციას და მსგავს სისულელეებს, ისინი ცდებიან. ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვრჩებით მშვიდობიან ჩარჩოში, ზუსტად ისე, როგორიც 2002 წლის ივლისში“, - განაცხადა ვაშაძემ და განმარტა, რომ რევოლუცია და შეკრების თავისუფლება განსხვავებული საკითხებია.
„გამოხატვის თავისუფლება გარანტირებულია ჩვენი კონსტიტუციით. მოქალაქეებს აქვთ უფლება შეიკრიბონ და გამოხატონ თავისი აზრი“, - განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2002 წლის 2 ივნისს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მაშინ არჩევნებისთვის ცვილლებები შევიდა "ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის შესახებ" კანონში. სიახლე იყო ის, რომ ამომრჩევლები პირდაპირ ირჩევდნენ არა მხოლოდ საკრებულოებს, არამედ ქალაქების მერებსაც, გარდა ორი ქალაქისა, თბილისისა და ფოთისა. ამ ქალაქებში მერს ნიშნავდა საქართველოს პრეზიდენტი. ეს იყო საქართველოს ისტორიაში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველი შემთხვევა ქალაქების მერების პირდაპირ არჩევისა. არჩევნების შედეგები „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაასაჩივრა და ხმების გადათვლას ითხოვდა.