ის ქალი არასაკმარისად კვალიფიციურია იმისთვისაც კი რომ იყოს კულტურის ატაშე სადმე, მსოფლიოს ყველაზე შორეულ კუთხეშიც კი, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ BBC-ის რუსული ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტმა სალომე ზურაბიშვილის მიერ BBC-ის რუსული ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუზე ჰკითხა, სადაც ის ამბობს რომ „ახლა რუსეთთან მეგობრობის დრო არ არის“.
„მე გამოვიყენებ საპარლამენტო ენას და არ გამოვიყენებ სიტყვებს, რომელიც ახლა ძალიან მინდა ვთქვა. იმიტომ, რომ არც ერთი პასუხისმგებლიანი დიპლომატი და ქვეყნის პირველი პოლიტიკური პირი არ უნდა საუბრობდეს ასეთ სისულელეს. ის მხოლოდ ადასტურებს რუსეთს სურვილს - გააგონოს მსოფლიოს რომ საქართველო არ არის დამოუკიდებელი ქვეყანა და ჩვენ საგარეო პოლიტიკას გვახვევს ბრიუსელი, ვაშინგტონი ან კიდევ სხვა ვინმე“, - განაცხადა ვაშაძემ.