საბჭოთა დიპლომატიის სკოლა იყო ფანტასტიკური. დასავლელი დიპლომატები მას პატივს სცემდნენ - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ BBC-ის რუსული ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხად
„ყველაფერი, რაც ვიცი პროფესიაში, მივიღე საბჭოთა დიპლომატიის სკოლიდან, რომლის წყალობით, შემიძლია წინააღმდეგობა გავუწიო რუსულ აგრესიას. ეს იყო ფანტასტიკური სკოლა. დასავლელი დიპლომატები მას პატივს სცემდნენ. ეს იყო განსხვავებული დონე დიპლომატიისა, ფართო ენციკლოპედიური ცოდნით“, - განაცხადა ვაშაძემ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე - თქვენ მხედველობაში გაქვთ, რომ საბჭოთა დიპლომატიის სკოლა მეტად ძლიერი ვიდრე დასავლური? -ვაშაძე პასუხობს, რომ დიახ
„დიახ. ახლა, საიდუმლო არ არის, რომ საბჭოთა კავშირი გაცილებით სუსტი იყო, ვიდრე დასავლეთი, მაგრამ დიპლომატიის წყალობით, ქვეყანამ ძლიერად გამოიყურებოდა“, - განაცხადა ვაშაძემ.