„ევროპული საქართველო“ დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს არ იზიარებს, - ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ასეთი ტიპის განცხადებები ჯამში აძლევს იარაღს ბიძინა ივანიშვილს, რომ ეს ოპოზიციის წინააღმდეგ გამოიყენოს და დესტაბილიზაციაში დასდოს ბრალი.
„განცხადებებს, რომლებიც ეხება დაუმორჩილებლობას, ჯარის და პოლიციის დაუმორჩილებლობას, არ ვიზიარებთ. მიგვაჩნია, რომ ასეთი ტიპის განცხადებები ჯამში აძლევს იარაღს ბიძინა ივანიშვილს, რომ ეს ოპოზიციის წინააღმდეგ გამოიყენოს და დესტაბილიზაციაში დასდოს ბრალი", - განაცხადა კაპანაძემ.