ჩვენს ამოცანად რჩება, რომ ეს ხელისუფლება შეიცვალოს, ბიძინა ივანიშვილი დამარცხდეს, ამასთან დაკავშირებით გრძელვადიან სტრატეგიას შევიმუშავებთ, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, დღეს კონკრეტულ ნაბიჯებზე ექნებათ საუბარი, მათ შორის იმაზე, თუ რა პოზიცია ექნება პარტიას კვირას დაგეგმილ აქციასთან და აქციის მონაწილეთა მოთხვონასთან მიმართებაში.
"პოლიტსაბჭოს ყველა წევრი იქნება, იქნებიან რეგიონული ლიდერები, პარტიის ხელმძღვანელობა და ჩვენ განვიხილავთ იმ ნაბიჯებს, რომლებსაც უახლოეს მომავალში გადავდგამთ. ჩვენს ამოცანად რჩება, რომ ეს ხლისუფლება შეიცვალოს, ბიძინა ივანიშვილი დამარცხდეს, ამასთან დაკავშირებით გრძელვადიან სტრატეგიას შევიმუშავებთ. დღეს კონკრეტულ ნაბიჯებზე გვექნება საუბარი, მათ შორის იმაზე, თუ რა პოზიცია გვექნება აქციასთან მიმართებაში და კონკრეტულ პოლიტიკურ მოთხოვნებთან მიმართებაში", - განაცხადა კაპანაძემ.