სალომე ზურაბიშვილი უნდა გახდეს ზეპარტიული პრეზიდენტი საქართველოში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც პლენარული სხდომის დაწყებისას კობახიძემ აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ძალიან ღირსეული პრეზიდენტი იქნება.
„ვულოცავ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ძალიანღირსეული პრეზიდენტი ჩვენი ქვეყნის, მან უნდა ჩამოაყალიბოს ახალი კონსტიტუციური ტრადიცია ჩვენს ქვეყანაში, ის უნდა გახდესპირველი ზეპარტიული პრეზიდენტი ჩვენს ქვეყანაში და დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი სალომე ძალიან დიდ წვლილსშეიტანს ამ ტრადიციის ჩამოყალიბებაში. კიდევ ერთხელ, ვულოცავ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და ვუსურვებ წარმატებებს საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.