დღეს, 10 ნოემბერს, გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე უნარშეზღუდულ ბავშვებთან ერთად გამწვანების აქციაში მიიღებს მონაწილეობას.
როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში აცხადებენ, ხაჩიძე და გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ასანიძე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კავშირ "იას" ეწვევიან და ბავშვებთან ერთად გამწვანების აქციაში მიიღებენ მონაწილეობას. აქცია პროექტის _ "დარგე ხე - გაამწვანე შენი გარემო!" _ ფარგლებში ტარდება. აქციის ფარგლებში 107-ე საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე 70-მდე სხვადასხვა ჯიშის ნერგი დაირგვება.
კავშირი "ია" 2005 წელს დაარსდა. იგი გლდანში, 107-ე საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე მდებარეობს. კავშირი უნარშეზღუდულ 14 მოზარდს აერთიანებს.
"ქორთიარდ მარიოტში" გაიხსნება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სემინარი - "მედიის თავისუფლება საქართველოში". სემინარი საქართველოსა და ევროკავშირს შორის