ჯარი არის პოლიტიკურად ნეიტრალური და იმის გამო, თუ რა არჩევანი გააკეთეს ამა თუ იმ ბაზაზე, ჯარს არავინ და ვერავინ გაკიცხავს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ავღანეთში სალომე ზურაბიშვილის დამარცხებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობდა, რომ ცალკეული ჯარისკაცები და ყოფილი სამხედროები პოლიტიკურ კამპანიაში ჩაეთრია, რაც ვერ მოახერხეს.
„ჯარი არის პოლიტიკურად ნეიტრალური და იმის გამო, თუ რა არჩევანი გააკეთეს ამა თუ იმ ბაზაზე, ჯარს არავინ და ვერავინ გაკიცხავს. ჯარის მთავარი პოზიციაა, რომ ჯარი საქართველოს და თითოეულ მოქალაქეს იცავს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.