მიუხედავად წინასაარჩევნო ემოციებისა, სასიხარულოა, რომ ეკონომიკური ზრდა გასულ თვეს დაფიქსირდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.
„ეკონომიკური ზრდამ შეადგინა 6.7%, რაც ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საქართველო არის შემდგარი დემოკრატია და მიუხედავად ხშირ შემთხვევაში ძალიან ზღვარგადასული ემოციებისა, ქვეყანა ვითარდება სტაბილურად და ეს გახლავთ ძალიან დიდი მონაპოვარი. მე დარწმუნებული ვარ, რომ შედეგები კიდევ უკეთესი გვექნება და საერთო ძალისხმევით, ჩვენს ხალხთან ერთად, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და პროგრესი ყველა მიმართულებით იქნება შეუქცევადი და კიდევ უფრო მდგრადი“, - განაცხადა ბახტაძემ.