მიუხედავად იმისა, რომ რიგ შემთხვევებში, ადგილი ჰქონდა ექსცესებს და პროვოკაციებს, ამ ექსცესებმა არჩევნების შედეგებზე გავლენა არ იქონია, რასაც ადასტურებს, ადგილობრივი თუ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური დასკვნები და როგორც არ უნდა ეცადონ ოპონენტები, ამ სურათს ვერავინ შეცვლის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა არჩევნების გამჭვირვალე, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების ტრადიცია და მმართველი გუნდი მაქსიმალურად უფრთხილდება ამ მონაპოვარს.
მან სადამკვირვებლო მისიების რეკომენდაციებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ხელისუფლება გაითვალისწინებს არჩევნებთან დაკავშირებით მიღებულ რეკომენდაციებს.
„ისევე, როგორც სხვა წინა არჩევნების დროს, ჩვენ მივიღეთ გარკვეული რეკომენდაციები და ბუნებრივია, ამ მათ გავითვალისწინებთ“, – აღნიშნა ბახტაძემ.