სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, BBC-ის რუსული ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ იმ დროს, როდესაც რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას აღიარებს, ეს რუსეთთან ყოველგვარი დიალოგის შესაძლებლობას ბლოკავს. BBC-ის რუსული ბიურო საქართველოს არჩეულ პრეზიდენტთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს.
BBC: თვქენ რამდენჯერმე ახსენეთ რუსეთი. ვინ არის თქვენთვის ვლადიმირ პუტინი?
სალომე ზურაბიშვილი: როდესაც მის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანის შესახებ, შესაძლოა ვლადიმირ პუტინი სხვა ადამიანი იყო, ვიდრე დღეს არის. რადგან მაშინ რუსეთი დათანხმდა საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ბაზების გაყვანას.
არ ფიქრობ, რომ დღესაც ასე მოხდებოდა, თუნდაც იგივე დიპლომატიური შესაძლებლობები მქონოდა. ვფიქრობ, რომ ახლა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ის ფაქტი, რომ რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას აღიარებს, მასთან დიალოგის ყოველგვარ შესაძლებლობას ბლოკავს.
მომავალში მსგავსი რამისთვის ჩვენ ისეთივე კონფიგურაცია გვჭირდება, როგორც იმ დროს იყო, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი, კონკრეტულად: ახლოს უნდა ვიმუშაოთ ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტიონერებთან.
იმ კონფიგურაციაში, რომელიც ახლა გვაქვს, რუსეთის აგრესიული განწყობის გათვალისწინებით არ შეიძლება მარტო დავრჩეთ. ამიტომ ახლოს უნდა ვიყოთ ჩვენს პარტნიორებთან - მათ გვერდით და მათ ზურგს უკან, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი ინტერვიუში.