საქართველოს მოსახლეობამ იცის, რომ უსაფრთხოებისთვის უზრუნველყოფისთვის ნატოს ალტერნატივა არ არსებობს, - ასე უპასუხია სალომე ზურაბიშვილმა BBC-ს ჟურნალისტს შეკიხვაზე, ხომ არ დაიღალა საქართველოს მოსახლეობა დასავლეთისგან დაპირებით, რადგან საქართველომ ნატო-ში გაწევრიანების სურვილი 15 წლის წინ გამოაცხადა დ ა ბევრი დაპირების მიუხედავად, ბევრი რამ არ გაკეთებულა.
„საქართველომ, უპირველეს ყოვლისა, მიიღო, თუმცა არა ნატოსგან, ასოცირების შეთანხმება. და ჩვენ ვხედავთ ამის კონკრეტული შედეგებს, ყოველდღიურ ცხოვრებაში. მათ[საქართველოს მოსახლეობამ], ასევე იციან, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვართ ნატო-ს წევრი, უსაფრთხოებისთვის უზრუნველყოფისთვის, ნატოს ალტერნატივა არ არსებობს.
„რასაც დღეს უკრაინაში ვხედავთ, საქართველოს ხალხს უბიძგებს მხოლოდ იმ აზრისკენ, რომ ჩვენ გვჭირდება მეტი ნატო, და არა ნაკლები. ამიტომაც, არ ვფიქრობ, რომ საქართველოს ევროპელი მოქალაქეები იმედგაცრუებულები არიან ევროპით. პირიქით, ისინი იმედოვნებენ, რომ ევროპასთან დაახლოებას შეძლებენ და ვფიქრობ, მათ მიერ ჩემი მხარდაჭერა, ამის დასტურია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.