ამხელა 9-წლიანმა და 6-წლიანმა ჭუჭყმა ერთად მოიყარა თავი და ამოტივტივდა, - განაცხადა „შენების“ მოძრაობის ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია "პირველის" გადაცემა „რეაქციაში“.
მისი თქმით, ამის მოთმენა არ შეიძლება და საჭიროა ახალი პოლიტიკური სტანდარტის დამკვიდრება.
„ამ პოცესში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ სპექტრში გაჩნდეს პოლიტიკური ძალა, ან პოლიტიკური ძალები ეს კიდევ უფრო უკეთესი იქნება. ამ ორ ძალას შორის ურთიერთობამ, აი, სადამდეც მიიყვანა ქვეყანა უკვე და თითქმის ამოწურვის პირასაა ეს მოდელი. ამხელა, 9-წლიანმა და 6-წლიანმა ჭუჭყმა, ერთად მოიყარა თავი და ამოტივტივდა. რაც ამ თვეების განმავლობაში ვნახეთ, ამ ქვეყანაში, ამის მოთმენა, არ შეიძლება. აქ მორალური შეგონებებით, ეს საქმე არ გასწორდება. აქ საჭიროა, ახალი პოლიტიკური სტანდარტის დამკვიდრება, ამას სერიოზული შრომა სჭირდება, სერიოზული ადამიანების მიერ სხვა საქმისთვის ხელის გაშვება ცოტათი მაინც და პოლიტიკური საქმისთვის ხელის მოკიდება“, - განაცხადა უსუფაშილმა.