ბრიტანეთის ევროპის საქმეთა მინისტრი ალან დუნკანი სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
“ვულოცავ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. ბრიტანეთი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან. მივესალმები არჩეული პრეზიდენტის სურვილს გააერთიანოს საზოგადოება და შეინარჩუნოს დემოკრატიის სტანდარტები,რომლებსაც ქართველი ხალხი მოითხოვს და იმსახურებს”, - წერს ტვიტერზე ალან დუკანი.
