არც ერთ ჩვენ მხარდამჭერს თმა არ ჩამოუვარდეს თორემ პასუხს გაგებინებთ ამ ყველაფერზე, - მიმართა ბიძინა ივანიშვილს, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზიდან, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის შეკრება მიმდინარეობდა, გიორგი ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძემ ბიძინა ივანიშვილს განმარტებები მოსთხოვა იმ ქმედებებისთვის, რომელიც მისი თქმით, როგორც წინასაარჩევნოდ ,ასევე არჩევნების დღეს მიმდინარეობდა.
„მაქვს კითხვას ბიძინა ივანიშვილთან, თქვენ რას ეუბნებით საქართველოს, თქვენ რა პასუხი გაქვთ იმაზე რაც ხდებოდა ქვეყნაში? შეიცვალა პოლიტიკური გარემო. ახალი პოლიტიკური ვითარებაა ხალხო. საქართველოში არასდროს არ ყოფილა ოპოზიცია ამხელა მხარდაჭერით. გახსოვთ როდისმე ასეთი რამე? არც ერთ შემთხვევაში ქვეყანაში დაპირისპირება არ იქნება, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. მაგრამ გაფრთხილებთ არც ერთ ჩვენ მხარდამჭერს თმა არ ჩამოუვარდეს თორემ პასუხს გაგებინებთ ამ ყველაფერზე. ძალა ერთობაშია და გაერთიანებული ოპოზიცია ამ არჩევნებზე შედგა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.