ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერები იკრიბებიან.
ფილარმონიაში ასევე იკრიბებიან გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიების წევრები.
მათი შეხვედრა მხარდამჭერებთან რმდენიმე წუთში დაიწყება, სადაც მოხდება კონკრეტული გეგმის გაწერა, თუ როგორ იმოქმედებს ოპოზიცია.
ასევე, მათ „სკაიპით“ ჩაერთვება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების მიზნით მობილიზებულები არიან სამართალდამცავები.